"ბარსელონას" გამოცდილი ნახევარმცველი, ილქაი გიუნდოგანი გუნდის 16 წლის სუპერტალანტის, ლამინ იამალის თამაშით გაოცებულია. ეს იმ ბლიცინტერვიუდან შევიტყვეთ, რომელიც გერმანელმა SPORT-ის არხს მისცა.
სხვათა შორის, ილქაიმ სხვა საინტერესო შეკითხვებსაც გასცა პასუხი. იხილეთ რამდენიმე მათგანი:
ფეხბურთელი, რომელმაც "ბარსელონაში" ყველაზე მეტად გაგაოცა - ლამინ იამალი
საუკეთესო მეგობარი "ბარსელონაში" - მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
ოცნება, რომლის "ბარსელონაში" ახდენასაც ისურვებდი - ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა
ვინ უკრავს მუსიკას გასახდელში? - მგონი, აღჭურვილობის მომწესრიგებელი
ერთი ფეხბურთელი, რომელთან თამაშსაც ისურვებდი - მესი, მაგრამ, ალბათ, ეს რეალისტური აღარაა
ნახევარმცველი, რომელიც ახლა ყველაზე მეტად მოგწონს - ფილ ფოდენი
ყველაზე ცნობილი კონტაქტი შენს ტელეფონში - პეპ გვარდიოლა
შეგახსენებთ, რომ გიუნდოგანი "ბარსას" ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მიმდინარე სეზონში მისი მონაგარი 5 გოლი და 10 ასისტია.