ესპანურ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ჩავი "პარი სენ ჟერმენის" წინააღმდეგ თამამი ტაქტიკით აპირებს თამაშს.
"ბარსელონა" უკან არ ჩაჯდება და "პსჟ-ს" წნეხის ასე გაძლებას არ ეცდება.ამის მაგივრად, კატალონიელები მოწინააღმდეგეს გაბედულად შეუტევენ, რათა მათ დაცვაში არსებული სივრცეები აღმოაჩინონ.
როგორც ირკვევა, სასტარტო შემადგენლობაში არა ოთხი ნახევარმცველი, არამედ ორი გარემარბი იქნება.
მაშასადამე, წინა ხაზში რობერტ ლევანდოვსკის ლამინ იამალი და რაფინია დაეხმარებიან.
ნახევარდაცვაში ილქაი გიუნდოგანს მიეცემა შანსი, რომ მეტოქის კართან უფრო ახლოს იმოქმედოს და შანსები შექმნას. ძირითად თერთმეტეულში ველით ანდრეას კრისტენსენსა და ფრენკი დე იონგს, პედრი კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან უნდა ჩაერთოს.
ცხადია, ასეთი გადაწყვეტილებების ფონზე, დაცვის რგოლს მაქსიმალური ყურადღებით მოუწევს თამაში, რათა კილიან მბაპემ და უსმან დემბელემ გუნდს ხიფათი არ შეუქმნან.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩი 10 აპრილს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.