2 წლის და 6 თვის წინ
მბაპეს საწინააღმდეგო გეგმა - რას ელოდებიან პარიზში "ბარსასგან"
ავტორი
Aa
"პარი სენ ჟერმენში" ელოდებიან, რომ "ბარსელონას" კილიან მბაპეს საწინააღმდეგო გეგმა ექნება შემუშავებული, - იუწყება Mundo Deportivo.
წყაროს თანახმად, პარიზული გუნდის გასახდელში 25 წლის მეგავარსკვლავის სავარაუდო მეურვეს განიხილავენ. შესაძლოა, კილიანის განეიტრალება რონალდ არაუხოს ან ჟიულ კუნდეს დაევალოს.
ბევრი რამ იმაზეც იქნება დამოკიდებული, მბაპე შეტევის ფლანგზე იმოქმედებს თუ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე.
ესპანურ პრესაში აქამდეც გაჟღერდა, რომ "ბლაუგრანა" ამ მატჩში პერსონალური მეურვეობის გზას აქტიურად გამოიყენებს. ეს შეიძლება არა მხოლოდ მბაპეზე, არამედ უსმან დემბელეზეც დაწესდეს.
"პსჟ-სა" და "ბარსას" პირველი მეოთხედფინალური დაპირისპირება 10 აპრილს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი