7 თვის და 2 კვირის წინ
"მე ის დავარწმუნე" - ჟოაუ ფელიქსმა ტრანსფერი დაგვიანონსა
"მე ის დავარწმუნე" - ჟოაუ ფელიქსმა ტრანსფერი დაგვიანონსა

"ბარსელონას" პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, ჟოაუ ფელიქსმა Catalunya Radio-სთან ინტერვიუში გაამხილა, რომ ბერნარდუ სილვა ტრანსფერზე თითქმის დათანხმებული ჰყავს.

"თუ ბერნარდუ ჩვენთან წამოვა, "ბარსელონას" საკომოსიო თანხას მოვთხოვ.

ყველაფერი, რაც მასზე ვთქვი, სიმართლეა. სილვას ტრანსფერით კლუბში ყველა ბედნიერი იქნება. ბერნარდუმ ბარსელონაში საცხოვრებელ ადგილზე, საკვებზე, უსაფრთხოებაზე მკითხა... მან თითქმის ყველაფერზე მთხოვა მცირეოდენი ინფორმაცია.

დავარწმუნე თუ არა იგი "ბარსაში" თამაშზე? ასე ვფიქრობ, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ მასზე დამოკიდებული არაა," - თქვა ფელიქსმა.

"მანჩესტერ სიტის" 29 წლის ნახევარმცველს რომ ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურის მორგება უნდა, ამაზე აქამდეც იწერებოდა, თუმცა ტრანსფერის განხორციელებას "ბარსელონას" ფინანსური პრობლემები და "ქალაქელთა" პრინციპული პოზიცია ერთდროულად აფერხებდნენ ხოლმე.

მოარული ხმების თანახმად, ბერნარდუს კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომელიც "ბლაუგრანას" მისი ზაფხულში 50 მილიონ ევროდ შეძენის შესაძლებლობას მისცემს, თუმცა აღნიშნული ცნობა არ დადასტურებულა.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 39 მატჩში სილვამ 9 გოლი და 5 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები