2 წლის და 6 თვის წინ
გავის გარემოცვას გრანდთან კონტაქტი აქვს
ავტორი
Aa
"პარი სენ ჟერმენი" პაბლო გავის არ ეშვება, - იუწყება L'Equipe.
წყაროს თანახმად, "ბარსელონას" ნახევარმცველის გარემოცვა პარიზულ კლუბთან კონტაქტს გასული ზაფხულის მერე ინარჩუნებს, როცა მხარეებს შორის პირველი კონტაქტი შედგა.
"პსჟ-ში" იციან, რომ ტრანსფერის განსახორციელებლად "ბლაუგრანასა" და პაბლოს დარწმუნება ერთდროულად მოუწევთ. ახლა ამის ალბათობა მიზერულად ჩანს.
პაბლოს "ბარსასთან" მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ივლისამდე აკავშირებს. 19 წლის ვარსკვლავის გამოსასყიდი თანხა მილიარდი ევროა.
შეგახსენებთ, რომ გავი ამჟამად ჯვარედინ მყესებს მკურნალობს. მას გასული წლის ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია. ბოლო პროგნოზით, მოედანს ესპანელი ივლისში დაუბრუნდება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი