1 წლის და 8 თვის წინ
არაუხოს საგა სრულდება - ახალი ცნობები
არაუხოს საგა სრულდება - ახალი ცნობები
ავტორი
Aa

რონალდ არაუხოსა და "ბარსას" შორის კონტრაქტის გახანგრძლივება არც თუ ისე შორსაა. ყველაფერი მაშინ დაჩქარდა, როცა ურუგვაელის შესახებ დოკუმენტური ფილმის პრეზენტაციისას 6 მარტს, კლუბის პრეზიდენტმა - ლაპორტამ არაუხოს უთხრა, რომ გუნდი მასზე დიდ იმედებს ამყარებს და მიუხედავად "ბაიერნის" მსუყე შეთავაზებისა, "ბარსაში" მისი დარჩენის ძალიან დიდი სურვილია გამოითქვა. 

აშკარაა, რომ 25 წლის ცენტრალური მცველი სეზონიდან სეზონამდე უკეთესი ხდება და დღესდღეობით, ევროპის მასშტაბით უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე. სწორედ ამიტომაცაა, რომ მიუნხხენის "ბაიერნი" და სხვა არაერთი გრანდია მისი შეძენით დაინტერესებული.

შეგასენებთ, რომ არაუხომ "ბლაუგრანას" შემადგენლობიდან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 31 მატჩში ჩაატარა და 1 გოლის გატანაც მოახერხა.

"Transfermaarkt"-ის მონაცემებით, ესპანელის ღირებულება ამ ეტაპისთვის 70 მილიონი ევროა.


Facebook კომენტარები