Relevo-ს ინფორმაციით, პორტუგალიელი აგენტი, ჟორჟე მენდეში თავისი კლიენტების მომავლის მოსაწყობად "ბარსელონასა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შორის გადაადგილებებს გეგმავს.
უპირველეს ყოვლისა, ეს ჟოაუ ფელიქსს ეხება. მენდეშს უნდა, რომ "როხიბლანკომ" 24 წლის თავდამსხმელი "ბლაუგრანაში" კიდევ ერთი წლით გაანათხოვროს.
ამის საპირწონედ "ბარსა" მადრიდულ გრანდში იჯარის წესით ანსუ ფატის გაუშვებს.
მიუხედავად ამისა, "ატლეტიკოს" ჟოაუს წასვლიდან თანხისი მიღება სურს, ბარტერი ან იჯარა კი ნიშნავს, რომ ისინი დიდ თანხას დაკარგავენ, რადგან ამორტიზაციის თვალსაზრისით, "ბენფიკადან" შეძენილი ფორვარდი გაცილებით ძვირადღირებულია.
გარდა ამისა, ფატი ნამდვილად არ წარმოადგენს დიეგო სიმეონეს სამწვრთნელო შტაბისთვის ყველაზე სასურველ კადრს.
ცხადია, ყველაფერი კლუბების შეთანხმებაზე იქნება დამოკიდებული.
მიმდინარე სეზონში ფელიქსის მონაგარი 9 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა, ანსუმანე კი "ბრაიტონში" 4 გოლითა და 1 ასისტით გამოირჩა.