"პარი სენ-ჟერმენმა" გავის თვალი დაადგა, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარმცველის გადაბირება ძალიან რთული იქნება, იტყობინება L'Equipe.
"პარიზელების" ინტერესი 19 წლის ტალანტის მიმართ გასულ ზაფხულს გახდა ცნობილი. პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფისა და სპორტული დირექტორის ლუის კამპოსის დისკუსიის დროს, სადაც მათ გადახედეს ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებსაც შეუძლიათ წარმოადგინონ PSG-ს ახალი პროექტი და მომავალი.
მართალია, იმ დროს მათი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ მას შემდეგ ინტერესი არ გამქრალა, განსაკუთრებით იმის გამო, რომ კილიან მბაპეს "რეალში" ნავარაუდები გადასვლის შემდეგ სახელფასო ჭერი მნიშვნელოვნად გათავისუფლდება.
"პსჟ"-ს მოუწევს გავის და "ბარსას" დარწმუნება, რადგან მისი გამოსასყიდ თანხად 1 მილიარდი ევროა დასახელებული, რომლის გადახდაც რეალურად შეუძლებელია.
მიუხედავად იმისა, რომ ჩავიმ წასვლის შესახებ განაცხადა, "ბარსელონა" დარწმუნებულია, რომ ისინი შეძლებენ შეინარჩუნონ ეეპანელი სპეციალისტი მთავარ მწვრთნელად. ივარაუდება, რომ ყოფილი ნახევარმცველის კვლავ ხელმძღვანელობა, გავის შენარჩუნების შანსებს საკმაოდ გაზრდის.