7 თვის და 2 კვირის წინ
"ატლეტიკოს" პრეზიდენტი: "ფელიქსს ამის პრობლემა არ ექნება"
"ატლეტიკოს" პრეზიდენტი: "ფელიქსს ამის პრობლემა არ ექნება"

მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ მისი კლუბის საკუთრებაში მყოფი თავდამსხმელის, ჟოაუ ფელიქსის მომავლის შესახებ ისაუბრა.

"ჟოაუს "ბარსელონაში" დარჩენა არ გაუჭირდება, რადგან იგი ბრწყინვალე ფეხბურთელია. 

ჩვენ გვინდა, რომ ფელიქსმა წარმატებას მიაღწიოს. ის ამას იმსახურებს. ჟოაუ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა," - განაცხადა სერესომ.

"როხიბლანკოს" პრეზიდენტის სიტყვებიდანაც კარგად ჩანს, რომ "ატლეტიკოში" 24 წლის ფორვარდის დაბრუნება არავის სურს. "ინდიელები" ზაფხულში პორტუგალიელთან დამშვიდობებას ეცდებიან.

ბოლო ცნობების თანახმად, "ბარსა" შეეგუა იმ ფაქტს, რომ ფელიქსის საყიდლად საჭირო სახსრები არ გააჩნია, ამიტომ აქცენტს იჯარის ხელშეკრულების კიდევ 1 სეზონით გახანგრძლივებაზე გააკეთებს. ჟოაუს აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა "როხიბლანკოს" სანაცვლოდ შეიძლება ანსუ ფატის იჯარა შესთავაზოს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში "ბარსას" 14 ნომერს 9 გოლი და 6 ასისტი აქვს აქტივში.


Facebook კომენტარები