1 წლის და 8 თვის წინ
პალმერზე და ენდრიკზე მაღლა - ლამინ იამალის ახალი ფასი ცნობილი გახდა
პალმერზე და ენდრიკზე მაღლა - ლამინ იამალის ახალი ფასი ცნობილი გახდა
ავტორი
Aa

ლამინ იამალი ახლა უკვე ყველაზე ძვირადღირებული 23 წლამდე ფეხბურთელია მსოფლიოში. 

CIES-ის მონაცემებით, 16 წლის ესპანელი შემტევის ღირებულება მოულოდნელად გაიზარდა და 11-დან 145 მილიონ ევროს მიაღწია. ეს 134 მილიონიანი ზრდა კი სულ რაღაც 6 თვეში მოხდა. 

საუკეთესო სამეულს კი, იამალის შემდეგ, ბენფიკას ამომავალი ვარსკვლავი - ჟოაო ნევეში (105 მილიონი ევრო) და ჟირონას გარემარბი სავიო მორეირა (79 მილიონი ევრო) იკავებენ. 

ხუთკაციან სიას თუ შევადგენთ, ზემოთ ჩამოთვლილ მოთამაშეებს ჩელსის სენსაცია - კოულ პალმერი და აიაქსის ვუნდერკინდი ჯორელ ჰატო ემატებიან. მადრიდის "რეალის" თინეიჯერი სუპერვარსკვლავი - ენდრიკ ფელიპე კი ხუთეულს მიღმაა, კერძოდ ის მსოფლიოს მასშტაბით მე-7 ყველაზე ძვირადღირებული 23 წლამდე ფეხბურთელია. 

შეგახსენებთ, რომ რეიტინგი ეფუძნება იმას, თუ რამდენად გაიზარდა მოთამაშის ღირებულება ბოლო 6 თვის განმავლობაში.


Facebook კომენტარები