ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში "ბარსელონა" "პარი სენ ჟერმენს" ესტუმრა და მეტოქე ხუთგოლიან თრილერში, 3:2 დაამარცხა.
კატალონიელები 37-ე წუთზე რაფინიას გოლით დაწინაურდნენ. პირველ ტაიმში "ბარსას" თამაში იმდენად დამაჯერებელი გახლდათ, რომ ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რაც მეორე ნახევრის საწყის წუთებში მოხდა - უსმან დემბელესა და ვიტინიას გოლებმა "პსჟ" დააწინაურეს. საბედნიეროდ, "ბლაუგრანამ" კრიზისული სიტუაციიდან გამოძრომა მოახერხა. ჯერ რაფინიამ შეასრულა დუბლი პედრის საოცარი პასის შემდეგ (62'), 77-ე წუთზე კი ანდრეას კრისტენსენმა გადამწყვეტი ბურთი შეაგდო.
რა გასაკვირია, რომ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დუბლის ავტორი, რაფინია დასახელდა.
რაც შეეხება "ბარსელონას" ფეხბურთელთა შეფასებებს, Barca Universal-მა ისინი შემდეგნაირად შეაფასა:
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი - 6.5
ჟოაუ კანსელუ - 7.5
პაუ კუბარსი - 7
რონალდ არაუხო - 8
ჟიულ კუნდე - 8
ფრენკი დე იონგი - 7.5
სერხი რობერტო - 6.5
ილქაი გიუნდოგანი - 8.5
რაფინია - 10
რობერტ ლევანდოვსკი - 9
ლამინ იამალი - 6
შეცვლები:
ჟოაუ ფელიქსი - 6.5
პედრი - 8
ანდრეას კრისტენსენი - 8
ფერან ტორესი - შ/გ
ფერმინ ლოპესი - შ/გ
ამ გუნდების განმეორებითი მატჩი 16 აპრილს "მონჟუიკზე" შედგება.