7 თვის და 2 კვირის წინ
"ამით ამაყი ვარ" - ჩავი "პსჟ-სთან" მატჩის შემდეგ
"ამით ამაყი ვარ" - ჩავი "პსჟ-სთან" მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა "პარი სენ ჟერმენთან" დაძაბულ ბრძოლაში მოგებული თამაში მატჩისშემდგომ ინტერვიუში მოკლედ შეაფასა (პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები მოგვიანებით გახდება ცნობილი).

"ჩვენ თავი კარგად დავიცავით იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელთან თამაშიც ძალიან რთულია. 

ჯეროვნად ვიყავით მომზადებულები და კოლექტიური სამუშაოთი ამაყი ვარ.

ჩვენ დიდ მეტოქეს ვხვდებოდით. ორივე გუნდმა კარგად ითამაშა და გულშემატკივრები ნასიამოვნები დარჩებოდნენ.

ლუის ენრიკე ჩემი მეგობარია, ბრწყინვალე ურთიერთობა გვაკავშირებს და არაფერი შეცვლილა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია," - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ "ბარსამ" "პსჟ-ს" 3:2 მოუგო და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. განმეორებითი დაპირისპირება 16 აპრილს "მონჟუიკზე" გაიმართება.


Facebook კომენტარები