1 წლის და 8 თვის წინ
"არაუხო სამართლიანად გააძევეს" - ჩავი "ვალენსიასთან" მატჩის შემდეგ
"არაუხო სამართლიანად გააძევეს" - ჩავი "ვალენსიასთან" მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა "ვალენსიასთან" მოგებული მატჩი შეაფასა.

"მეორე გოლის გასატანად ბევრი შანსი გვქონდა: პენალტი, ანსუს მომენტი. არის რაღაც დეტალები, რომლებიც უნდა განვივათაროთ.

მოსამატებელი ბევრ ასპექტში გვაქვს. 

პირველ ნახევარში შექმნილი მომენტები უნდა გამოგვეყენებინა.

პენალტის დამრტყმელი მატჩამდე თანხმდება. ეს როლი ფერანს დაეკისრა. ტექნიკური ჯგუფი წყვეტს, ვინ შეასრულებს თერთმეტმეტრიანს და ეს ფეხბურთელებმაც იციან.

ჩვენ ყოველთვის ჩავის "ბარსაზე" ვსაუბრობთ, მაგრამ დამსახურება ფეხბურთელებსაც მიუძღვნით. ჩვენ მათ უბრალოდ მითითებებს ვაძლევთ.

არაუხო დამსახურებულად გააძევეს. მან ბოლო იმედის ჯარიმა აიღო. სამწუხაროა, რომ ბურთი სახიფათო სივრციდან ვერ გამოვიტანეთ," - თქვა "მაესტრომ".

შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა გრანდმა "ლოს ჩეს" რაფინიას მიერ გატანილი გოლის წყალობით მოუგო.


Facebook კომენტარები