"ბარსელონას" ბრაზილიელმა გარემარბმა, რაფინიამ "პსჟ-სთან" მატჩის შემდეგ ვრცელი კომენტარი გააკეთა.
"არის თუ არა ეს ჩემი კარიერის საუკეთესო პერფომანსი? არა, ის ჯერ კიდევ მოსახდენია.
ეს არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი გუნდისთვის განსაკუთრებული ღამე იყო. ამ 10 დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ვიშრომეთ.
ჩემი კონტრაქტით კლუბში კიდევ ბევრი წელი მაქვს დარჩენილი და მათ ბოლომდე შესრულებას ვაპირებ. აქ მრავალი წელი უნდა გავატარო.
ჩემპიონთა ლიგაზე პირველ გოლს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ველოდებოდი და დღევანდლამდე ეს არ მომხდარა. სასიხარულოა, რომ პირველი და მეორე ბურთი ამ უმნიშვნელოვანეს მატჩში შევაგდე.
"ვილიარეალთან" წაგებულმა შეხვედრამ ჩვენში ყველაფერი შეცვალა. ამან გამოგვაფხიზლა," - თქვა რაფინიამ.
შეგახსენებთ, რომ გამოცდილმა შემტევმა "პარი სენ ჟერმენს" დუბლი შეუსრულა. სწორედ მისი წყალობით მოიგეს კატალონიელებმა მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა.