2 წლის და 6 თვის წინ
უცნობი ამბავი - რა სჭირდა იამალს "პსჟ-სთან" მატჩის წინა დღეებში
ავტორი
Aa
"პარი სენ ჟერმენთან" მატჩის წინა დღეებში ლამინ იამალს მუცლის ტკივილი სერიოზულად აწუხებდა, - იუწყება ჟერარ რომერო.
მიუხედავად ამისა, 16 წლის შემტევი "ბარსელონას" სასტარტო შემადგენლობაში მაინც მოხვდა და რაფინიას პირველ გოლშიც უდიდესი წვლილი შეიტანა.
ლამინს საუკეთესო შეხვედრა ნამდვილად არ ჩაუტარებია. მასზე ხშირად ჯარიმდებოდნენ, თამაშზე კვალის დამჩნევა კი საკმაოდ უჭირდა. არ გამოვრიცხოთ, რომ ეს წინა დღეების სირთულეებითაც ყოფილიყო განპირობებული.
ჩავი ერნანდესმა იამალი მოედნიდან 61-ე წუთზე გაიყვანა, როცა "ბლაუგრანა" მარცხდებოდა (1:2). ცვლილება წარმატებული გამოდგა, რადგან "მაესტროს" შეგირდებმა თამაში დაატრიალეს.
საბედნიეროდ, იამალი ახლა თავს კარგად გრძნობს.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 41 მატჩში ესპანელ ტალანტს 6 გოლი და 7 ასისტი აქვს მითვლილი.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი