7 თვის და 2 კვირის წინ
"ის კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს" - პედრის გზავნილი ჩავის
"ის კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს" - პედრის გზავნილი ჩავის

"ბარსელონას" 21 წლის ნახევარმცველს, პედრი გონსალესს სურს, რომ ჩავი ერნანდესი გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სეზონის დასრულების შემდეგაც დარჩეს.

"ჩვენ ყოველთვის ბოლომდე ვიდექით მწვრთნელის გვერდით და ასეც გაგრძელდება მანამ, სანამ იგი ჩვენთან იქნება; იმედი მაქვს, კიდევ მრავალი წლის განმავლობაში.

ჩავი "ბარსაში" გაიზარდა და ფეხბურთელებიც ზუსტად ისე ვცდილობთ კლუბის დაცვას, როგორც იგი იცავდა მას ფეხბურთელობის დროს.

ვიმედოვნებ, რომ ჩავი კიდევ ერთხელ დაფიქრდება და ჩვენთან დარჩება," - თქვა ესპანელმა ვარსკვლავმა.

შეგახსენებთ, რომ პედრი "პარი სენ ჟერმენთან" მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე შესვლდიან 51 წამში ულამაზესი ასისტი მიითვალა, რომელიც გოლად რაფინიამ აქცია. მისი ყველა პასი ზუსტი გახლდათ, ბურთი კი მეტოქეს ორჯერ წაართვა.

რაც შეეხება ჩავის, მას "ბლაუგრანას" დატოვების გადაწყვეტილება ჯერ არ გადაუთქვამს.


Facebook კომენტარები