"პარკ დე პრენსზე" წუხელ გამართულ შეხვედრას "ბარსელონას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტაც ესწრებოდა, რომლის რეაქციების შესახებ Diario AS-ის ჟურნალისტმა, ხავი მიგელმა გვამცნო.
წყაროს თანახმად, მაშინ, როცა გუნდი ბარსელონაში ბრუნდებოდა, მგზავრობისას პრეზიდენტი მისთვის არადამახასიათებლად მშვიდი იყო: არანაირი ხტუნვა, არანაირი ჩახუტება, არ ყოფილა გადამეტებული ეიფორია, გამარჯვების სადღეგრძელო და ნახევარფინალში გასვლაზე ჯილდოს დაწესება.
გასახდელში ამბობენ, რომ ლაპორტა უცნაურად ჩუმი გახლდათ.
მიუხედავად ამისა, მიგელი აღნიშნავს, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტმა ყველა ფეხბურთელი ჰამბურგერზე დაპატიჟა.
როგორც ჩანს, ჟოანი ნაადრევ ზეიმს არ აპირებს. ამისათვის იგი განმეორებით მატჩს დაელოდება.
შეგახსენებთ, რომ "ბარსა" და "პსჟ" "მონჟუიკზე" ერთმანეთს 16 აპრილს, თბილისის დროით 23 საათიდან დაუპირისპირდებიან.