7 თვის და 3 კვირის წინ
ჩემპიონთა ლიგის კვირის XI - რამდენი "ბარსელონელია" გუნდში
ჩემპიონთა ლიგის კვირის XI - რამდენი "ბარსელონელია" გუნდში

საფეხბურთო სტატისტიკის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა სააგენტომ, Whoscored.com-მა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩების სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა.

გუნდში "ბარსელონა" ორი ფეხბურთელითაა წარმოდგენილი: ჟიულ კუნდე 7.07 ქულითაა შეფასებული, რაფინია კი - 8.55-ით. სხვათა შორის, ბრაზილიელ გარემარბზე მაღალი ქულა არავის აქვს.

სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარე: გრეგორ კობელი (დორტმუნდი)

დაცვა: ჟიულ კუნდე (ბარსელონა), სეზარ აზპილიკუეტა (ატლეტიკო), ჯონ სტოუნსი (მანჩესტერ სიტი), იოსკო გვარდიოლი (მანჩესტერ სიტი)

ნახევარდაცვა: უსმან დემბელე (პსჟ), ვიტინია (პსჟ), როდრიგო დე პაული (ატლეტიკო), რაფინია (ბარსელონა)

თავდასხმა: ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), როდრიგო (რეალი)

აღსანიშნავია, რომ უეფას ოფიციალურ თერთმეტეულში, რომელიც ფენტეზის ქულების რაოდენობით დგინდება, რაფინია ასევე მოხვედრილია, კუნდეს ნაცვლად კი "ბარსას" ანდრეას კრისტენსენი წარმოადგენს.


Facebook კომენტარები