3 კვირის წინ
ჩავიმ შეიძლება წასვლა გადაიფიქროს - რა უნდა მოხდეს ამისთვის
ჩავიმ შეიძლება წასვლა გადაიფიქროს - რა უნდა მოხდეს ამისთვის

"ბარსელონას" ბოლოდროინდელმა წარმატებებმა გააქტიურა საუბარი იმის თაობაზე, რომ ჩავი ერნანდესმა გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობის დატოვება შეიძლება გადაიფიქროს. 

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მსგავსი მოლოდინები "მაესტროს" გარემოცვაშიც შეიმჩნევა, თუმცა მათ ისიც იციან, რომ თუ ჩავი დიდი ტრანსფერების განხორციელების გარანტიებს ვერ მიიღებს, იგი კლუბში არ დარჩება.

44 წლის სპეციალისტის აზრით, "ბარსას" მსოფლიო კლასის საყრდენი ნახევარმცველი (იოზუა კიმიხი ან მარტინ ზუბიმენდი) და იმავე დონის რვიანი (ბერნარდუ სილვა) სჭირდება.

იმ შემთხვევაში, თუ ჟოან ლაპორტა ჩავის სასურველი სამიზნეების მიყვანას შეჰპირდება, ესპანელი სპეციალისტის დარჩენისკენ უდიდესი ნაბიჯი გადაიდგმება.

SPORT წერს, რომ ერნანდესი წასვლის გადათქმაზე გადაწყვეტილებას "ელ კლასიკოს" შემდეგ მიიღებს. 

ცნობისთვის, "რეალისა" და "ბარსას" შეხვედრა 21 აპრილს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები