3 წლის და 2 თვის წინ
ცნობილია! - დააკლდება თუ არა არაუხო "ელ კლასიკოს"
ცნობილია! - დააკლდება თუ არა არაუხო "ელ კლასიკოს"

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა მცველმა, რონალდ არაუხომ ლა ლიგის შეხვედრაში “ვალენსიას” შემტევის წინააღმდეგ ბოლო იმედის ჯარიმა აიღო, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო.

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ტონი ხუანმარტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ურუგვაელი მცველი მხოლოდ 1 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება.

23 წლის უკანახაზელი "ბარსას" 12 მარტს ბილბაოს "ატლეტიკთან" გამოაკლდება.

მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ არაუხო 19 მარტა გასამართ "ელ კლასიკოში" ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ” დღეს მინიმალური სხვაობით 1:0 იმარჯვა.


Facebook კომენტარები