2 კვირის და 3 დღის წინ
"რაღაც დიდებული უნდა გავაკეთოთ" - ჩავი სამშაბათს ელოდება
"რაღაც დიდებული უნდა გავაკეთოთ" - ჩავი სამშაბათს ელოდება
ავტორი
Aa

„კადისთან“ მატჩის შემდეგ, ჩავიმ „პარი სენ ჟერმენთან“ გასამართ საპასუხო შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა. 44 წლის სპეციალისტი მზადაა ესპანეთში ჩამოსულ პერიზელებს სათანადო დახვედრა მოუწყოს. 

"სამშაბათს ომი გვაქვს გასამართი, ამ მატჩს სეზონში ჩვენი საუკეთესო ფორმით ვხვდებით. ჩვენ გვინდა რაღაც დიდებული გავაკეთოთ“, - თქვა ჩავიმ „კადისთან“ გამარჯვების შემდეგ.

გარდა ამისა, "ბარსას" თავკაცმა "პსჟსთან" მოპოვებულ გამარჯვებაზეც გააკეთა კომენტარი.

"ამაში დარწმუნებული ვიყავი. ვიცნობ ჯგუფს, ფეხბურთელებს. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ვიცოდი, რომ ერთი ნაბიჯით წინ წავიწევდით. ჩვენ გუნდურ დონეზე განვვითარდით. ვფიქრობ და აშკარაა, რომ სეზონის საუკეთესო პერიოდი გვაქვს. დღესაც ძალიან კარგად ვიასპარეზეთ.

"ეს ფეხბურთია და ნებისმიერ დროს შეიძლება წავაგოთ, მაგრამ უნდა ვეცადოთ ყველა შანსი გამოვიყენოთ. ახლა კი მოდის სახალისო ნაწილი, სეზონის საუკეთესო, ულამაზესი ნაწილი", თქვა ჩავიმ.


Facebook კომენტარები