2 კვირის და 3 დღის წინ
"ჩვენ მას თავისუფლება მივეცით" - ჩავიმ ფელიქსზე ისაუბრა
"ჩვენ მას თავისუფლება მივეცით" - ჩავიმ ფელიქსზე ისაუბრა
ავტორი
Aa

ჩავიმ  "კადისთან" 1-0 მოგების შემდეგ, მედიასთან ჯოაო ფელიქსზე ისაუბრა.

"ჟოაო ძალიან ნიჭიერია. ის თავს გუნდში კომფორტულად გრძნობს, შესანიშნავი თამაში ჩაატარა და ულამაზესი გოლიც გაიტანა. ჩვენ მივეცით მას თავისუფლება, მივეცით ხაზებს შორის თამაშის საშუალება, რათა მთელი თავისი ნიჭი გამოეყენებინა. როგორც ვნახეთ, ამან გაამართლა.“

"ის ბევრს მუშაობს, მეტოქეს აწვება და იცის, თუ როგორ ითამაშოს, როგორც საჯარიმოს გარეთ, ისე შიგნით’’ განაცხადა ბარსას თავკაცმა.

ეს ჟოაოს საკმაოდ იშვიათი ქებაა ეპანელის მხრიდან. ჯერ კიდევ დეკემბერში, როცა მისი და მთლიანად გუნდის პერფორმანსი შედარებით სუსტი იყო, ჩავის მხრიდან მსგავს დადებით კომენტარს იშვიათად თუ შევხვდებოდით.

შეგახსენებთ, რომ ჟოაო ფელიქსმა "ბლაუგრანას" შემადგენლობაში ბოლო რვა მატჩში სამი გოლი გაიტანა. ხოლო რაც შეეხება მთლიან სეზონს, მის ანგარიშზე 37 მატჩში 10 გოლი და 6 ასისტია, რაც 24 წლის ვინგერის საუკეთესო შედეგია, მის პროფესიონალურ კარიერაში.


Facebook კომენტარები