2 კვირის და 1 დღის წინ
"ბარსამ" ფორტი უნდა შეინარჩუნოს - კლუბის გეგმა
"ბარსამ" ფორტი უნდა შეინარჩუნოს - კლუბის გეგმა
ავტორი
Aa

ჟურნალისტ მატეო მორეტოს ცნობით, "ბარსელონამ" მოლაპარაკებები დაიწყო ლა მასიას აღზრდილ ჰექტორ ფორტთან, ახალი ხელშეკრულების თაობაზე. მარჯვენა მცველს მოქმედი კონტრაქტით კლუბში ყოფნის ვადა 2025 წლის ზაფხულში ეწურება.

ახალი ხელშეკრულება "ბარსაში" მისი მომავლის დაცვას ემსახურება, ვინაიდან ესპანელის ღირებულება ამ ეტაპზე, transfermarkt-ის მონაცემებით 7,5 მილიონი ევროა. 

კლუბი მის შენარჩუნებას გეგმავს. მსგავსად როგორც მიკაილ ფაიეს შემთხვევაში, აქაც "ბლაუგრანას" მმართველები ჰექტორს, როგორც მომავლის პროექტის ერთ-ერთი წევრს, ისე განიხილავენ.

შეგახსენებთ  რომ 17 წლის მარჯვენა მცველმა, ამ სეზონში პირველი გუნდის შემადგენლობაშიც ითამაშა, კერძოდ, მან 8 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე და გულშემატკივრის სიყვარულიც დაიმსახურა, მათ შორის ლა ლიგისა და ესპანეთის თასის თამაშებში, სადაც  ის ასისტით გამოირჩა.


Facebook კომენტარები