7 თვის და 3 კვირის წინ
"ომი იქნება, მაგრამ..." - რას ამბობენ "ბარსას" გასახდელში
"ომი იქნება, მაგრამ..." - რას ამბობენ "ბარსას" გასახდელში

SPORT-ის ჟურნალისტმა, ტონი ხუანმარტიმ "ბარსელონას" გასახდელში არსებული განწყობის შესახებ საინტერესო ცნობები მოგვაწოდა.

როგორც ირკვევა, "ბლაუგრანას" ფეხბურთელები პოზიტივით არიან აღსავსენი და ფიქრობენ, რომ მათი მენტალიტეტი მნიშვნელოვნადაა განვითარებული. სავარჯიშო სესიებზე საერთო განწყობა ასეთი კარგი აქამდე არასდროს ყოფილა.

"პსჟ-სთან" მატჩზე გასახდელის საერთო მოსაზრება შემდეგნაირია:

"ეს ომი იქნება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ!"

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური დუელის პირველი შეხვედრა კატალონიელებმა პარიზში 3:2 მოიგეს, თუმცა ერთბურთიანი სხვაობა ნამდვილად არაა ის უპირატესობა, რომელიც ჩავის გუნდს მშვიდად ყოფნის საშუალებას უნდა აძლევდეს.

"ბარსასა" და "პარი სენ ჟერმენის" განმეორებითი ჯახი 16 აპრილს გაიმართება და მას "მონჟუიკი" უმასპინძლებს.


Facebook კომენტარები