2 კვირის და 1 დღის წინ
"მათი დანაკლისი დაგვეტყობა" - ჩავი "პსჟ-სთან" მატჩის წინ
"მათი დანაკლისი დაგვეტყობა" - ჩავი "პსჟ-სთან" მატჩის წინ
ავტორი
Aa

ჩავიმ სერხი რობერტოსა და ანდრეას კრისტენსენზე ისაუბრა, რომლებიც "პარი სენ ჟერმენთან" ესპანეთში გასამართ საპასუხო შეხვედრას წინა თამაშებში დაგროვილი ყვითელი ბარათების გამო ვერ შეძლებენ.

"მათი დანაკლისი დაგვეტყობა. ასეთი დონის ფეხბურთელები მსგავს მნიშვნელოვან მატჩებში აუცილებლად დაგვჭირდება. მათი არ ყოფნა დასანანი იქნება" განაცხადა "ბარსას" მთავარმა მწვრთნელმა.

"თუმცა, მე მაინც ვთვლი, რომ ჩვენი მთავარი გასაღები ერთ გუნდად ყოფნაა, შეტევაში თუ დაცვაში. ჩემი აზრით, თუ გუნდურად ვიმუშავებთ, დიდი შანსია ნახევარფინალის საგზური მოვიპოვოთ".

შეგახსენებთ, რომ სერხი რობერტომ და ანდრეას კრისტენსენმა "პსჟსთან" მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე, მესამე ყვითელი ბარათი დააგროვეს. ამის გამო, მათ მომდევნო მატჩის გამოტოვება მოუწევთ.

ახლა კი ჩავის გეგმა შესაძლოა პედრის, ილკაი გიუნდოგანისა და ფრენკი დე იონგის ნახევარდაცვის სამეული იყოს.

"ვფიქრობ პედრის შეუძლია ძირითადიდან დაიწყოს. ახლა უკვე ყველა, ვინც თადარიგშია, მზადაა მოედანზე 90 წუთი უპრობლემოდ ითამაშოს. პედრი ხვალ ძალიან დაგვჭირდება" განაცხადა ჩავიმ.


Facebook კომენტარები