7 თვის და 1 კვირის წინ
დემბელე: "ბარსელონა" ძალიან მიყვარს"
დემბელე: "ბარსელონა" ძალიან მიყვარს"

"პარი სენ ჟერმენისა" და "ბარსელონას" მეოთხედფინალური დუელის მთავარ გმირად უსმან დემბელე მოგვევლინა, რომელმაც ჯერ პარიზში გამართულ მატჩში გაიტანა გოლი, გუშინ კი გოლითა და მოპოვებული პენალტით გამოირჩა. 

ფრანგ გარემარბს "მონჟუიკის" ტრიბუნები საკმაოდ მტრულად დახვდნენ, რაზეც შეკითხვა მას მატჩის შემდეგაც დაუსვეს.

"ბარსელონა" დიდებული კლუბია. ის ძალიან მიყვარს. პარიზში ბედნიერი ვარ და ახლა ნახევარფინალში გავედით!

სტვენან "ბარსას" გულშემატკივრებისგან? ეს ყველა საფეხბურთო სტადიონზე ხდება ხოლმე," - თქვა უსმანმა.

სხვათა შორის, 26 წლის შემტევი გუშინდელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მოგვევლინა.

აქვე შეგახსენებთ, რომ უსმანი "პსჟ-მ" გასული წლის ზაფხულში შეიძინა, "ბარსელონას" კი მის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაუხადა. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 36 შეხვედრაში დემბელეს მონაგარი 3 გოლისა და 14 საგოლე პასისგან შედგება.


Facebook კომენტარები