1 კვირის და 5 დღის წინ
"ბარსა" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს დაემშვიდობა - უახლესი ცნობები
"ბარსა" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს დაემშვიდობა - უახლესი ცნობები
ავტორი
Aa

"პსჟ"-სთან მარცხის შემდეგ, "ბარსელონამ" 2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი დაკარგა.

განახლებული ფორმატის ჩემპიონატში ამიერიდან 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. რაც შეეხება "ბარსას", ბოლო ოთხი სეზონის განმავლობაში დაგროვილი ცუდი რეიტინგის გამო, გუნდს ტურნირზე კვალიფიკაციისთვის მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზური სჭირდებოდა, რაც მათ ვერ შეძლეს.

ამავო დროს, "ბლაუგრანას" მეოთხედფინალიდან გამოვარდნამ საშუალება მისცა "მადრიდის ატლეტიკოს" ტურნირზე მოხვედრილიყო, ვინაიდან მათ ევროპის მასშტაბით, "ბარსაზე" უკეთესი რეიტინგი აქვს.

ამავდროულად, კვალიფიკაციის ვერ მოპოვებით, "ბარსელონამ" 50 მილიონი ევროს მიღების შანსი გაანიავა, რაც წარმოადგენს ტურნირზე მოხვედრილი კლუბების მინიმალური ანაზღაურებას. ფიფამ ტურნირისთვის დაახლოებით 2 მილიარდი ევრო გამოყო, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში საპრიზო თანხა 100 მილიინ ევროზე მეტი იქნება. 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ევროპის 11-მა გუნდა მოიპოვა კვალიფიკაცია.  

ბარსას მსგავსად, არსენალსაც სჭირდება "ბაიერნის" დამარცხება დღევადელ მარტში, რათა მსოფიო საკლუბო ჩემპიონატის საგზურის შანსი მოიპოვოს, თუ ისინი ამას ვერ მოახერხებენ, მათ ადგილს "რედ ბულ ზალსბურგი" დაიკავებს.


Facebook კომენტარები