1 წლის და 7 თვის წინ
ენრიკემ ჩავის დარჩენა ურჩია - ჩავის ცივი პასუხი
ავტორი
Aa
სამშაბათს "პსჟ"-მ "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგას გამოთიშა. ფრანგული მხარის მენეჯერს, ლუის ენრიკეს, მისი და ბარსელონას თავკაცის, ჩავის შესახებ ჰკითხეს.
"ჩავი "ბარსასთვის" იდეალური მწვრთნელია. იმედი მაქვს, რომ ის გუნდს მრავალი წლის განმავლობაში გაწვრთნის“, - განაცხადა ენრიკემ თამაშის შემდეგ, ციტირებს "Sportbible."
ამის შემდეგ ენრიკეს სიტყვები ჩავის გადაეცა. ჟურნალისტმა ესპანელს უთხრა: "ლუის ენრიკემ თქვა, რომ წითელი ბარათის გარეშეც "პსჟ" მაინც მოიგებდა და იმედოვნებს, რომ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში "ბარსელონას" მწვრთნელი იქნებით, რას იტყვით?"
რაზეც ჩავიმ უპასუხა: "მე ორივეს ვუარყოფ!"
შეგახსენებთ, რომ ჩავიმ რამდენიმე თვის წინ კლუბიდან წასვლა დაანონსა. თუმცა, კატალონიელებმა მოაწყვეს კამპანია, რათა იგი დარჩენაში დაერწმუნებინათ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
2 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი