7 თვის და 2 კვირის წინ
ყველაფერი მბაპემ დაიწყო - რატომ იჩხუბეს "ბარსას" ფეხბურთელებმა
ყველაფერი მბაპემ დაიწყო - რატომ იჩხუბეს "ბარსას" ფეხბურთელებმა

"ბარსელონასა" და "პსჟ-ს" მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებმა იჩხუბეს, - იუწყება Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი, ფერნანდო პოლო.

წყაროს თანახმად, ყველაფერი პარიზელთა 25 წლის მეგავარსკვლავმა, კილიან მბაპემ დაიწყო. "პარი სენ ჟერმენის" შვიდიანმა შემდეგი წინადადება დაიყვირა:

"ეს ფეხბურთია. ჩვენ მოედანზე უნდა ვილაპარაკოთ"

ეს წინადადება "ბარსას" ერთ-ერთ ფრანგულენოვან ფეხბურთელს გაუგია, მოთამაშეთა ჯგუფი კი კილიანს გაეკიდა.

იყო ყვირილი, შეურაცხყოფა, გაწევ-გამოწევა, შემდეგ კი ვითარება დაცვის სამსახურის 60 ადამიანისგან შემდგარი პერსონალის ჩარევამ განმუხტა.

პოლო აღნიშნავს, რომ ფიზიკურად არავინ დაზიანებულა, მაგრამ დაძაბულობა პიკს აღწევდა.

ცნობისთვის, "ბარსა" ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალიდან სწორედ "პსჟ-სთან" მარცხით დაემშვიდობა, მბაპემ კი "მონჟუიკზე" დუბლი შეასრულა.


Facebook კომენტარები