1 კვირის და 6 დღის წინ
"ამას ჩემთვის დავიტოვებ" - არაუხო ილქაის განცხადებამ გააღიზიანა
"ამას ჩემთვის დავიტოვებ" - არაუხო ილქაის განცხადებამ გააღიზიანა
ავტორი
Aa

მას შემდეგ, რაც "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა "პსჟ"- სთან მატჩში, ილქაი გიუნდოგანმა თანაგუნდელი, რონალდ არაუხო, წითელი ბარათის მიღების გამო გააკრიტიკა.

ნახევარმცველი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ურუგვაელის მხრიდან ბარკოლას წინააღმდეგ დაჯარიმება აუცილებელი არ ყოფილა და არაუხოს შეტევა მსგავსი წესით არ უნდა ჩაეშალა.

"ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. წითელ ბარათამდე სიტუაციას ვაკონტროლებდით."

"არ ვიცი, მსგავს მომენტებში, როცა 100% არ ხარ დარწმუნებული, რომ ბურთს დაიბრუნებ, უმჯობესია თავდამსხმელს ნება მისცე მეკარესთან პირისპირ გავიდეს, რადგან შესაძლოა მან კარს ააცილოს ან თუნდაც დარტყმული მეკარემ მოიგერიოს, თუნდაც გოლიც გავიდეს."

"ეს ჩემპიონთა ლიგაა და ოპონენტს მნიშვნელობა არ აქვს, თითქმის შეუძლებელია კაცნაკლულმა გუნდმა სიტუაცია შემოატრიალოს."

თანაგუნდელის განცხადებას რონალდ არაუხო გამოეხმაურა. მას შემდეგ, რაც ურუგვაელს გერმანელის კომენტარის შესახებ ჰკითხეს, მან თქვა: ვფიქრობ, სჯობს ჩემთვის დავიტოვო ის აზრები, რაც გიუნდოგანის განცხადებაზე გამაჩნია. მე ჩემი ფასეულობები და ღირებულებები მაქვს, რასაც პატივი უნდა სცენ." - განაცხადა "ბარსას" ცენტრალურმა მცველმა.


Facebook კომენტარები