SPORT-ის ჟურნალისტმა, ტონი ხუანმარტიმ "ბარსელონას" გასახდელში არსებული სიტუაციის შესახებ ახალი ცნობები მოგვაწოდა.
წყაროს თანახმად, გასახდელში სიმშვიდეა, თუმცა ილქაი გიუნდოგანის მიერ "პარი სენ ჟერმენთან" მარცხის რონალდ არაუხოს მიერ დაშვებულ შეცდომაზე დაბრალებამ აზრთა სხვადასხვაობა მაინც გამოიწვია.
შემადგენლობის გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ გერმანელი ნახევარმცველის ეს ქმედება უარყოფითი პრეცენდენტის დამდგენი შეიძლება იყოს.
უფრო გამოცდილი ფეხბურთელები კი ილქაის მხარეს დგანან. მათი აზრით, განცხადებაში საზიანო არაფერი გახლდათ, მთავარი სანერვიულო კი ისაა, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა.
როგორც ირკვევა, 33 წლის შუახაზელი სიტუაციის განმუხტვას თავადაც ეცდება. ამას იგი ხვალინდელი ვარჯიშის წინ რონალდ არაუხოსთან გასაუბრების გზით გეგმავს.