Marca- სთან ინტერვიუში, მადრიდის "რეალის" ყოფილმა ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა, "ბარსელონას" სიტუაციაზე ისაუბრა.
"ეჭვგარეშეა, რომ "ელ კლასიკოს" ფავორიტი "რეალ მადრიდია". მართალია, "ბარსა" ბევრს ცდილობს, ყველა პოზიციაზე კარგი ფეხბურთელებიც ჰყავთ, თუმცა ბევრმა ტრავმირებულმა ფეხბურთელმა მათ ხელი შეუშალა. მე ვთვლი, რომ მათ ყურადღება თავიანთ თავებსა და შეცდომებზე უნდა მიმართონ, ხოლო მსაჯების გადაწყვეტილებებზე აპელირებას თავი უნდა დაანებონ, რადგან ეს მათ არაფერს მოუტანს."
შესაძლოა, იოზილის მხრიდან ეს კომენტარი ბევრს დამცინადავაც მოეჩვენოს, თუმცა ჩავის ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობა ბევრს მეტყველებს იმაზე, თუ როგორ ზედმეტად რეაგირებს "ბარსა" მსაჯების გადაწყვეტილებაზე. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ზოგიერთი მათგანი რეალურად უსამართლოა, ეს ნამდვილად არ არის გუნდის წარუმატებელი სეზონის მთავარი მიზეზი.
რაც შეეხება "ელ კლასიკოს" ფავორიტს, ვნახოთ, შესაძლოა გერმანელმა ბარსა არასწორად შეაფასა. შეგახსენებთ, რომ კვირას, 21 აპრილს, "ბარსელონა" სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება.