

იაპონიაში გატარებული 5 წლის შემდეგ, ანდრეს ინიესტამ "ვიზელ კობე"დატოვა და "ემირეითსს" უფასოდ შეუერთდა. 39 წლის ლეგენდარულმა ნახევარმცველმა კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს 2024 წლამდე მოაწერა ხელი , კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ოფციით.
თუმცა, ახლო-აღმოსავლურ გუნდს რთული პერიოდი უდგას, 17 ტურის შემდეგ მათ მხოლოდ 9 ქულა მოაგროვეს და ცხრილის ბოლო ადგილზე ყოფნით ლიგიდან გავარდნას უახლოვდება.
კლუბის პრეზიდენტმა, იუსეფ ალ-ბატრანმა განაცხადა, რომ თუ კლუბი ქვედა ლიგაში დაქვეითდება, რაც რეალურად, დროის საკითხია, ისინი ანდრეს ინიესტას კლუბში მწვრთნელის პოზიციას შესთავაზებენ.
ძნელია პარალელი ჩავისთან არ გავავლოთ, რომელმაც "ბარსას" დატოვების შემდეგ, კატარის "ალ-საიდში" 2 წელი დაჰყო, შემდეგ კი კლუბის მთავარი მწვრთნელიც იყო, სანამ კატალონიაში დაბრუნდებოდა.
იქნებ, ერთ დღესაც, "კამპ ნოუზე" მწვრთნელის რანგში ანდრეს ინიესტაც ვიხილოთ.