3 წლის და 2 თვის წინ
"ბარსელონას" პენალტისტების რიგი ცნობილია
"ბარსელონას" პენალტისტების რიგი ცნობილია

ფერან მარტინესის ინფორმაციით, ჩავის "ბარსელონაში" პენალტის მთავარი შემსრულებლების რიგი ჩამოყალიბებული აქვს. იგი შემდეგნაირად გამოიყურება:

1. რობერტ ლევანდოვსკი

2. ფრანკ კესიე

3. ფერან ტორესი

4. ანსუმანე ფატი

"ვალენსიასთან" გუშინ გამართულ მატჩში თერთმეტმეტრიანი ტორესმა შეასრულა. ამას ორი მიზეზი ჰქონდა - რობერტ ლევანდოვსკი მოედანზე საერთოდ არ იმყოფებოდა, კესიემ კი შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო.

პენალტის დასარტყმელად გუშინ ფატიმ გაიწია, თუმცა ანსუს სურვილი დაუკმაყოფილებელი დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ფერანმა "ღამურების" კარის პენალტის ნიშნულიდან აღება ვერ მოახერხა. მისი დარტყმული ბურთი ძელმა მოიგერია.



Facebook კომენტარები