1 თვის და 1 კვირის წინ
მარკესის 3 ძლიერი მხარე - ლაპორტა მაინც ეჭვობს
მარკესის 3 ძლიერი მხარე - ლაპორტა მაინც ეჭვობს

ჟოან ლაპორტა და ჩავი უახლოეს დღეებში შეხვდებიან. "ბარსელონას" პრეზიდენტს სურს, რომ 44 წლის სპეციალისტის გუნდში დარჩენაზე დათანხმება უკანასკნელად სცადოს. აღნიშნულ ინფორმაციას SPORT-ის ჟურნალისტი, ტონი ხუანმარტი ავრცელებს.

მიუხედავად ამისა, კლუბში თითქმის დარწმუნებულნი არიან, რომ "მაესტრო" მაინც წავა. ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნამ ჩავის აზრის შეცვლის მიზერული შანსიც კი გააქრო.

"ბარსას" მესაჭის მიერ თანამდებობის დატოვება გეგმა B-ს გააქტიურებს, ფავორიტად კი რაფა მარკესი განიხილება. 

მართალია, ლაპორტა ჯერ კიდევ ეჭვობს და ფიქრობს, უმჯობესი ხომ არ იქნება აქცენტის უფრო გამოცდილ სპეციალისტზე, მაგალითად თომას ტუხელზე გაკეთება, თუმცა პრეზიდენტს მექსიკელი მწვრთნელის კანდიდატის ლოგიკურობაც ესმის.

მარკესს "ბარსელონასთან" კონტრაქტი უკვე აკავშირებს, იცნობს კლუბს და ფლობს ესპანურ ენას. სწორედ ეს 3 ფაქტორი ამყარებს რაფას კანდიდატურას.

შეგახსენებთ, რომ 45 წლის მწვრთნელი ახლა "ბარსელონა ატლეტიკს" უდგას სათავეში. კატალონიელთა სარეზერვო გუნდი ესპანეთის რანგით მესამე ლიგაში მეორე ადგილზეა და დაწინაურებისთვის იბრძვის.


Facebook კომენტარები