2 წლის წინ
ერთი ცვლილება "რეალთან" - რას გეგმავს ჩავი
ავტორი
Aa
"ბარსელონა" ხვალ მადრიდის "რეალთან" ითამაშებს და ლა ლიგაში მინავლებული საჩემპიონო ინტრიგის გაცოცხლებას ეცდება.
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტ, როხერ ტორელოს თუ დავუჯერებთ, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სასტარტო შემადგენლობა თითქმის ისეთი იქნება, როგორიც "პარი სენ ჟერმენთან" სამშაბათს ჩატარებულ შეხვედრაში გახლდათ.
ერთადერთი ცვლილება, რომელსაც ჩავი ერნანდესი გეგმავს, ძირითად თერთმეტეულში ანდრეას კრისტენსენის დაბრუნებაა.
დანიელი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე ფრენკი დე იონგს ან პედრის გადასვამს. დიდი ალბათობით, თამაშში მოგვიანებით ჩართვა სწორედ პედრის მოუწევს.
აქვე შეგახსენებთ, რომ "ელ კლასიკო" თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება, მას კი "სანტიაგო ბერნაბეუ" უმასპინძლებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 4 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 4 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
7 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი