7 თვის და 1 კვირის წინ
იამალი: "კლასიკო" ამ ანგარიშით მორჩება"
იამალი: "კლასიკო" ამ ანგარიშით მორჩება"

"ბარსელონას" 16 წლის შემტევმა ლამინ იამალმა ლა ლიგის ოფიციალურ არხს ბლიც-ინტერვიუ მისცა, სადაც რამდენიმე შეკითხვას გასცა პასუხი:

"კლასიკოს" პროგნოზი? 3:1-ს მოვიგებთ, 1 გოლს კი მე გავიტან.

ადამიანი, ვისთან ერთადაც მოგზაურობას ვისურვებდი? პაუ კუბარსი

საყვარელი სერიალი? მძიმე დანაშაული

გოლი თუ ასისტი? გოლი

სუპერძალა, რომლის ქონასაც ვისურვებდი? ფრენა

ჰეთ თრიქი თუ გოლი ბოლო წუთზე? ჰეთ თრიქი

სხვა რომელ პოზიციაზე ვითამაშებდი? შემტევ ნახევარმცველად

რა მომცეს ჩემმა მშობლებმა? თავმდაბლობა და განათლება

"ბარსელონას" საუკეთესო ფეხბურთელი? პაუ კუბარსი არა.

შეგახსენებთ, რომ იამალს მიმდინარე სეზონში 43 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. "ლურჯ-ბროწეულისფერთ" იგი 6 გოლითა და 8 ასისტით დაეხმარა. რაც შეეხება "რეალთან" გასამართ შეხვედრას, იგი ხვალ, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები