2 წლის და 6 თვის წინ
60-70 მილიონი დე იონგში - უახლესი ცნობები
ავტორი
Aa
Ralevo-ს ჟურნალისტების, მატეო მორეტოსა და ალბერტო მარტინესის ცნობით, ფრენკი დე იონგის შეძენით მიუნხენის "ბაიერნი" დაინტერესდა.
"ბარსელონა" სარფიანი შემოთავაზების შემთხვევაში ნიდერლანდელის გასაყიდად მზადაა. კლუბში ფიქრობენ, რომ 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 60-70 მილიონ ევროს მიიღებენ, რაც მათ ფინანსური პრობლემების დიდ ნაწილს მოაგვარებს.
"ბარსას" სჭირდება, რომ თავიანთი ანგარიშები 30 ივნისამდე დააბალანსოს, რასაც ისინი დიდწილად ფეხბურთელების გაყიდვით მიიღებენ. გარდა ამისა, განიხილება არაუხოსა და რაფინიას ტრანსფერზე დაყენების წინადადებები.
შეგახსენებთ, რომ დე იონგს ამჟამინდელი კონტრაქტით "ბლაუგრანასთან" კიდევ ორი წელი აკავშირებს. გარდა ამისა ცნობილია, რომ ის კლუბში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი