2 წლის წინ
ფრენკი დე იონგის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
ავტორი
Aa
"ბარსელონას" ნიდერლანდელი ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი ისევ ტრავმირებულია. დე იონგი მადრიდის "რეალთან" გუშინ გამართული მატჩის მეორე ტაიმში დაზიანდა და მოედნის საკაცით დატოვება მოუწია.
Relevo-ს ინფორმაციით, ფრენკის ტრავმა მარჯვენა კოჭზე აღენიშნება. მიმდინარე სეზონში მან ეს არეალი უკვე მესამედ იტკინა.
ჟურნალისტი ანდრეა ალბეტსი წერს, რომ დე იონგი 1 თვით იუქმებს.
ამავე აზრს ავითარებს SPORT-ის ტონი ხუანმარტიც. მისი თქმით, ფრენკისთვის სეზონი დასრულებულია.
"ბარსელონა" ლა ლიგის ბოლო ტურის მატჩს 26 მაისს, "სევილიას" წინააღმდეგ ჩაატარებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ დე იონგი სეზონის დარჩენილ ნაწილში აღარ დაბრუნდება და მთელი ძალებით ევრო 2024-ისთვის მოემზადება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 4 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 4 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
7 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი