1 კვირის და 4 დღის წინ
ჩავი უკვე დარჩენისკენ იხრება - მოულოდნელი ინფორმაცია
ჩავი უკვე დარჩენისკენ იხრება - მოულოდნელი ინფორმაცია

ჩავი მზადაა, რომ "ბარსელონაში" კიდევ ერთი წლით დარჩეს და კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა ბოლომდე ამოწუროს, - იუწყება Mundo Deportivo.

უკანასკნელ თვეებში "მაესტრო" კმაყოფილია პროექტის განვითარებით, რომელსაც ახალგაზრდები უწყვეტად ემატებიან. ახლა 44 წლის სპეციალისტი კლუბისგან მხარდაჭერას გრძნობს.

ჩავის შესანიშნავი ურთიერთობა აქვს ჟოან ლაპორტასა და დეკუსთან. მან ნდობა იგრძნო რაფა იუსტესგანაც. გარდა ამისა, შემადგენლობის მნიშვნელოვანმა წევრებმა თავიანთ მწვრთნელს მხარდაჭერა აღუთქვეს როგორც პირად საუბრებში, ასევე საჯაროდაც.

ერნანდესი სიყვარულს გრძნობს გულშემატკივრებისგანაც.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩავი ახლა ფიქრობს, რომ მის მიერ გაწეული სამუშაო შეიძლება თავადვე გააგრძელოს.

RAC1-ს თუ დავუჯერებთ, "ბარსას" მესაჭემ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მოითხოვა. როგორც ჩანს, მას გარკვეული გარანტიების მიღება უნდა.

აქამდე გავრცელებული ცნობებით, ჩავი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის მნიშვნელოვნად გაძლიერებას მოითხოვს. ძნელი სათქმელია, რამდენად მისცემენ მას ამის პირობას, რადგან კლუბის ფინანსური მდგომარეობა დიდად ნამდვილად არ გამოსწორებულა.


Facebook კომენტარები