1 კვირის და 4 დღის წინ
ლაპორტა: "კლასიკოს" თავიდან ჩატარებას მოვითხოვთ"
ლაპორტა: "კლასიკოს" თავიდან ჩატარებას მოვითხოვთ"
ავტორი
Aa

"ბარსელონას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, "ელ კლასიკოს" თავიდან ჩატარებას ითხოვს. მიზეზად მან მატჩში მსაჯის მიერ ყველასათვის ცნობილი გადაწყვეტილება დაასახელა.

მოგეხსენებათ, ლამინ იამალის არჩათვლილმა გოლმა, შეგვიძლია ვთქვათ, მატჩის ბედი მთლიანად გადაწყვიტა. ეს გოლი "ბარსას" მოერე ტამის დაწყებამდე ერთბურთიან უპირატესობას მისცემდა და ვინ იცის, იქნებ "ბერნაბეუდან" კატალონიელები მინიმუმ ქულით მაინც დაბრუნებულიყვნენ.

"ბარსას" პრეზიდენტმა დღეს, 22 აპრილს, განცხადება გაავრცელა, რომელშიც მან ლა ლიგა გააკრიტიკა კარის ხაზის ტექნოლოგიის არქონის გამო და "ელ კლასიკოს" თავიდან ჩატარებაც მოითხოვა.

ოთხწუთიან განცხადებაში ლაპორტამ რამდენიმე თემა გამოყო: "გუშინ რამდენიმე საკამათო მომენტი იყო, თუმცა მინდა ყურადღება ყველაზე მთავარზე - იამალის არჩათვლილ გოლზე გავამახვილო, რომელმაც მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტა. როგორც კლუბს გვინდა დავრწმუნდეთ იმაში, თუ რა მოხდა. "ბარსელონა" დაუყოვნებლივ მოითხოვს მსაჯთა ტეკნიკური კომისიისა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისგან, რომ გვაჩვენოს ყველა სურათი თუ ვიდეო-აუდიო ჩანაწერერი, რომელიც ამ კონკრეტულ მომენტზე არსებობს."  

მისი თქმით, თუ დადასტურდა, რომ ეს აუცილებლად ჩასათვლელი გოლი იყო, მაშინ ისინი მატჩის თავიდან დანიშვნას მოითხოვენ.


Facebook კომენტარები