7 თვის წინ
"კამერები აღარ არის" - როგორ განიხილავდნენ იამალის ეპიზოდს
"კამერები აღარ არის" - როგორ განიხილავდნენ იამალის ეპიზოდს
ავტორი
Aa

Marca-მ "ელ კლასიკოს" მსაჯის, სეზარ სოტო გრადოსა და ვიდეო რეფერის შორის დიალოგი გამოაქვეყნა, რომელიც ლამინ იამალის სავარაუდო გოლის მომენტს ეხებოდა.

სოტო გრადო: "ჩემთვის ბურთს ხაზი არ გადაუკვეთავს."

ვიდეო რეფერი: "მოდი გადავამოწმოთ, სეზარ, ცოტა დაიცადე თითქოს რაღაც არის ..."

სოტო გრადო: "ველოდებით. არა, გოლის ტექნოლოგია არ გვაქვს (სავარაუდოდ რომელიმე ფეხბურთელს მიმართა). ველოდებით ვიდეო რეფერის. შესაძლოა გოლია, ჩვენ განვიხილავთ."

ვიდეო რეფერი: "სერხიო (ერთ ერთი მსაჯი) იმ მომენტზე აჩერებს, სადაც ბურთი ლუნინის ხელს ეხება და ის უკან აბრუნებს."

ვიდეო რეფერი: "ის გაჩერდა და ლუნინის სხეულს ფარავს, კვლავ ვეძებთ მტკიცებულებას გადაკვეთა თუ არა. 360°-იანი კუთხეა საჭირო."

სოტო გრადო: "არ გვეჩქარება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. არ ვჩქარობთ, შეამოწმეთ ყველა კამერა."

ვიდეო რეფერი: "სხვა კუთხეები არ გვაქვს. ჩვენ ვადასტურებთ, რომ კამერები აღარ არის, არა?"

სოტო გრადო: "არ გვეჩქარება. ყველაზე კარგი ახლა ლოდინია. უნდა დაველოდოთ."

ვიდეო რეფერი: "სეზარ, თავიდან მოვყვებით, კუთხურიდან, არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომ ბურთი კარში შევიდა."

ეპიზოდის განხილვა ისეთ მომენტში შეწყდა, სადაც დარწმუნებულები არ იყვნენ, რომ ბურთს კარის ხაზი არ გადაუკვეთავს. ასე მუშაობს ლა ლიგა კარის ხაზის ტექნოლოგიის გარეშე.


Facebook კომენტარები