ბრიტანული მედია გამოცემა talkSPORT-ის ცნობით, "ბარსელონა" ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველის, კარნი ჩუკვემეკას შეძენითაა დაინტერესებული.
როგორც ვიცით, "ბლაუგრანა" ზაფხულში ცენტრალური ნახევარმცველის დამატებას გეგმავს. კლუბში თვლიან, რომ ჩუკვემეკა, მათ სათამაშო სტილს ძალიან კარგად მოერგება, ვინაიდან მას შეუძლია ითამაშოს როგორც ცენტრალური, ისევე შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე.
"ჩელსიმ" ინგლისელი 2022 წლის ზაფხულში "ასტონ ვილადან" 18 მილიონ ევროდ დაიმატა, თუმცა მისი სათამაშო პრაქტიკა საკმაოდ მცირია, ძირითადად ტრავმების გამო.
ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა ბარსა ეცდება "არისტოკრატები" ზაფხულში მის გაყიდვაში დაარწმუნოს.
შეგახსენებთ, რომ ჩუკვემეკამ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა, სადაც ორი გოლისა და ერთი ასისტის გაკეთება მოახერხა.