1 კვირის და 3 დღის წინ
კაპელო: "იამალი მესის დონეს ვერ მიაღწევს"
კაპელო: "იამალი მესის დონეს ვერ მიაღწევს"
ავტორი
Aa

ინგლისის ნაკრებში და მადრიდის "რეალში" ორჯერ ნამუშევარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ, ინტერვიუში იამალზე ისაუბრა. მას არ სჯერა, რომ ესპანელი ტალანტი მესის დაწესებულ სიმაღლებს მიაღწევს.

"როცა პირველად მესი ვნახე, თამაშის დასრულებიდან 20-25 წუთის შემდეგ რაიკაარდთან მივედი და ვთხოვე, რომ იმ სეზონში მესი ჩემთვის დაეთმო. ის უკვე გენიოსი იყო." განაცხადა კაპელომ.

"ლამინს ძალიან კარგი მონაცემები აქვს, საინტერესო ფეხბურთელია, რომელსაც დიდი მომავალი ექნება, მაგრამ ის მესის, პელესა თუ მარადონას მსგავსად გენიალური ვერ იქნება."

"რადგანაც გენიოსებს ვახსენებთ, დამავიწყდა დამესახელებინა ის, ვისაც ამ სიაში დამატება უპრობლემოდ შეეძლო, ეს "მსუქანი" რონალდოა დაამატა იტალიელმა."


Facebook კომენტარები