ბერნარდუ სილვას "ბარსელონაში" ზაფხულში გადასვლა ძალიან უნდა, - იუწყება SPORT.
წყაროს თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ "ლურჯ-ბროწეულისფერნი" სატრანსფერო ბაზარს 1:1 წესზე შეხვდებიან, რაც ყოველ ნაშოვნ ევროზე ევროს დახარჯვის უფლებას იძლევა, მათ ტრანსფერის განხორციელების კარგი შანსი ექნებათ.
საამისოდ "ბლაუგრანას" რომელიმე ძვირადღირებული ფეხბურთელის გაყიდვაც დასჭირდება.
SPORT ასევე წერს, რომ "მანჩესტერ სიტის" 29 წლის ნახევარმცველი ხელფასის დასაკლებადაა მზად, რათა კატალონიური გრანდის ღირსება დაიცვას.
დამაიმედებელ ცნობებს გვაწვდის Mundo Deportivo-ც. გამოცემის ინფორმაციით, ლა ლიგა "ბარსას" აიმედებს, რომ 1:1 წესზე დაბრუნება მალე იქნება შესაძლებელი.
აღსანიშნავია ისიც, რომ მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, ზაფხულში სილვას შეძენა 58 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი. ამის საშუალებას "ქალაქელებთან" მის მიერ გაფორმებულ კონტრაქტში ჩადებული პუნქტი იძლევა.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 42 მატჩში ბერნარდუს ანგარიშზე 11 გოლი და 5 ასისტია.