7 თვის წინ
ვარსკვლავები უნდა გაიყიდონ - ვის გაშვებას ითხოვენ "ბარსას" ფანები
ვარსკვლავები უნდა გაიყიდონ - ვის გაშვებას ითხოვენ "ბარსას" ფანები

"ელ კლასიკო" ფრენკი დე იონგისთვის შეიძლება "ბარსელონას" მაისურით ჩატარებული უკანასკნელი მატჩი იყო, - იუწყება Relevo.

ესპანური გამოცემის ცნობით, "ბარსელონაში" 26 წლის ნახევარმცველს უკვე ეჭვის თვალით უყურებენ. მისი ხელფასი ზედმეტად მაღალია, თამაშის ხარისხი კი მოლოდინებს ვერ ამართლებს.

ნიდერლანდელისთვის პრობლემად იქცა ტრავმიანობაც. თუ მივათვლით იმ მატჩებსაც, რომლებსაც იგი "კლასიკოში" მიღებული დაზიანების გამო გამოტოვებს, გამოვა, რომ გუნდს ფრენკი მიმდინარე სეზონში გამართულ 20 შეხვედრაში დააკლდა.

დე იონგს დარჩენა სურს, მაგრამ "ბლაუგრანაში" მისი გაყიდვისკენ იხრებიან. კატალონიელთა რწმენით, ამ ტრანსფერით 60-70 მილიონი ევროს გამომუშავებაა შესაძლებელი.

Mundo Deportivo-ს ჩატარებულმა გამოკითხვამაც აჩვენა, რომ "ბარსას" ქომაგთა 65% დე იონგის გაყიდვას ემხრობა. სხვათა შორის, შეკითხვა დაისვა რაფინიაზეც. გამოკითხულთა 72.04%-ის აზრით, თუ კლუბი სარფიან შეთავაზებას მიიღებს, ბრაზილიელიც უნდა გასხვისდეს.

წასვლა არც რაფინიას უნდა, თუმცა ზაფხულში უფრო მაღლა "ბლაუგრანას" ინტერესების დადგომას უნდა ველოდოთ.


Facebook კომენტარები