1 კვირის და 4 დღის წინ
პერესმა "ბარსას" ფეხბურთელები გააოცა - უცნაური ამბავი
პერესმა "ბარსას" ფეხბურთელები გააოცა - უცნაური ამბავი

"ელ კლასიკოს" დაწყებამდე მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი გვირაბში ჩავიდა, რათა სამსაჯო გუნდს პირადად შეხვედროდა, - იუწყება Mundo Deportivo.

წყაროს თანახმად, "სამეფო კლუბის" ლიდერის საქციელმა "ბარსელონას" ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის წევრები გაოცებული დატოვა.

ფლორენტინო მსაჯებს "რეალის" სამსაჯო მრჩეველთან, მეგია დავილასთან ერთად მიესალმა. ადგილზე იმყოფებოდა ესპანეთის საფეხბურთო ასოაციაცის ინფორმატორი, პერეს ლასაც.

შეგახსენებთ, რომ გასული "კლასიკო" ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური გამოდგა, რაც ლამინ იამალის არჩათვლილმა (სავარაუდო) გოლმა განაპირობა. კითხვები გააჩინა ლუკას ვასკესის წაქცევის გამო დანიშნულმა პენალტმაც.

საბოლოო ჯამში, მადრიდელებმა "ბლაუგრანას" 3:2 მოუგეს და ესპანეთის ჩემპიონობა პრაქტიკულად გაინაღდეს.


Facebook კომენტარები