1 კვირის და 4 დღის წინ
იამალი ძალიან იტვირთება - შემაშფოთებელი სტატისტიკა
იამალი ძალიან იტვირთება - შემაშფოთებელი სტატისტიკა

"ბარსელონა" ახალგაზრდებზე დაყრდნობას ისევ აგრძელებს და ეს თანდათან საშიშ სახეს იღებს.

CIES-ის საფეხბურთო ობსერვატორიის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ლამინ იამალი ევროპაში მოასპარეზე 20-წლამდელ ფეხბურთელებს შორის მე-4 ადგილზეა ნათამაშები წუთების მიხედვით.

მიმდინარე სეზონში იამალმა 2807 წუთი ითამაშა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით. თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი ჯერ 17 წლისაც არაა, სტატისტიკა საკმაოდ შემაშფოთებელია.

TOP 10შია "ბარსელონას" კიდევ ერთი ვარსკვლავი პაბლო გავი, რომელიც მინდორზე გასული წლის ნოემბრის შემდეგ არ გასულა. რაც შეეხება ათეულის ლიდერს, იგი "ბენფიკას" ფეხბურთელი, ჟოაუ პედრო გახლავთ.

ანსუ ფატის, პედრი გონსალესისა და პაბლო გავის მაგალითები "ბარსელონას" სახეზე აქვს, ამიტომ კლუბში ახლა ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ, რამდენად უნდა გაუფრთხილდნენ იამალს.


Facebook კომენტარები