როგორც მოგეხსენებათ, ესპანური პრესა ერთხმად იუწყება, რომ ჩავი ერნანდესის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დარჩენა უკვე გადაწყვეტილი ამბავია.
ეს დღევანდელ შეხვედრაზე გაირკვა, სადაც "მაესტრო" "ბარსას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასა და სპორტულ დირექტორ დეკუს გაესაუბრა.
BarcaTimes ირწმუნება, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე ზაფხულში განსახორციელებელ ტრანსფერებზეც ილაპარაკეს.
წყაროს თანახმად, ჩავიმ და დეკუმ "მანჩესტერ სიტის" პორტუგალიელი ვარსკვლავი, ბერნარდუ სილვა ახსენეს. 44 წლის სპეციალისტმა მიიღო პირობა, რომ კლუბი ბერნარდუს დასამატებლად ყველაფერს გააყენებს.
"ბარსაში" თამაში თავად სილვასაც ძალიან უნდა. მოარული ხმების მიხედვით, მისი შეძენა 58 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, 29 წლის ნახევარმცველი ხელფასის შემცირებისთვისაც მზად არის.