"პარი სენ ჟერმენის" გარემარბმა, ბრედლი ბარკოლამ RMC Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გაიხსენა ეპიზოდი, როცა "ბარსელონას" ურუგვაელ მცველს, რონალდ არაუხოს ბოლო იმედის ჯარიმა ააღებინა.
"ვიცოდი, რომ არაუხო ძალიან სწრაფად მოძრაობდა. იმ მომენტში ჩემს თავს ვუთხარი, რომ მას გავასწრებდი, რადგან პირველ მატჩშიც იყო დაახლოებით მსგავსი ეპიზოდი, თუმცა ვერ ვაჯობე.
საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ წინ ჩავურბენდი. ვიცოდი, რომ ან შეცდომას დაუშვებდა, ან მეკარესთან ერთი ერთზე დავრჩებოდი," - განაცხადა ბარკოლამ.
მაშინ, როცა ეს ეპიზოდი მოხდა, "ბლაუგრანა" ორი მატჩის ჯამში 4:2-ს იგებდა, არაუხოს წითელმა ბარათმა კი გუნდი იმდენად ჩამოშალა, რომ დარჩენილ დროში 4 უპასუხო გოლი გაუშვეს.
პარიზული კლუბი ახლა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია, სადაც დორტმუნდის "ბორუსიას" დაუპირისპირდება. პირველი მატჩი პირველ მაისს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.